წესები & პირობები


ნებისმიერი კრეატიული ბისნეს იდეა/პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:                                      

  • ინოვაციურობა - გულისხმობს იდეის ორიგინალურობასა და უნიკალურობას.                                               
  • ღირებულება საზოგადოებისთვის - გულისხმობს იდეის გავლენას და მნიშვნელობას საზოგადოებისთვის, ანუ რა სარგებელს იღებს მომხმარებელი ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში.                     
  • განხორციელებადობა - გულისხმობს თუ რამდენად მარტივია იდეის განხორციელება, მისი ტექნიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კუთხით. მნიშვნელოვანია იდეის სიმარტივე და მისი განხორციელებისთვის საჭირო ამოცანების შესრულებადობა.                                              
  • მოგებაზე ორიენტირებულობა - განსაზღვრავს იდეის მთლიან ღირებულებას, მის სარგებელსა და სავარაუდო ხანგრძლივობას. ანუ, არის თუ არა იდეა ერთჯერადი და მოკლევადიანი (1-2 წელი), თუ უფრო გრძელვადიანია (3-5 წელი).                                                                           

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • კრეატიულ ინდუსტრიებში დასაქმებულ ან კრეატიული ინდუსტრიებით დაინტერესებულ პროფესიონალებს
  • უნივერსიტეტების და სხვა სასწავლებლების სტუდენტებს
  • საშუალო სკოლის მაღალი კლასების (X-XII) მოსწავლეებს

ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის დაიშვება ნებისმიერი (კერძო ინიციატივით, კომერციული, სახელმწიფო, თუ სხვა ფონდების ხელშეწყობით გენერირებული) კრეატიული ბიზნეს პროექტი, რომელშიც გარე ინვესტიცია, ჩემპიონატში მონაწილეობის დღისთვის, არ აღემატება 500 000 აშშ დოლარს.

თითოეული პროექტის პრეზენტაციის ხანგრძლივობა 3-5 წუთია, რომელსაც მოჰყვება 7-10 წუთიანი კითხვა-პასუხი ჟიურის წევრებსა და პროექტის ავტორებს შორის.