ისტორია

CBC Georgia 2017 დასრულდა! 

სულ შემოვიდა 40 განაცხადი, რომელთაგან ჟიურის მიერ 11 ივნისს ფინალური ტურნირისათვის გადაირჩა 10 პროექტი. 15 ივნისის ფინალში, ჟიურის გადაწყვეტილებით კი საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:


  • პირველი პრიზი - ღვინის ჩაი / Wine Tea (გიორგი ბუკია, გიორგი ნატროშვილი)
  • მეორე პრიზი - კოგნიტიური სათამაშოები / Cognitive Toys (თამაზ არუნაშვილი, მარიამ ამაშუკელი)
  • მესამე პრიზი - ქართული სუნელები / Spy Recipe (მაიკო ქავთარაძე, დავით ქავთარაძე)


გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და, ამასთანავე, პირველ ადგილზე გასული გუნდის 2 წევრი გაემგზავრება კოპენჰაგენში, სიბისის საერთაშორისო ფინალურ ტურნირზე.


ამის გარდა განსაკუთრებული აღნიშვნის სერტიფიკატები სოციალური მნიშვნელობის პროექტების წარმოდგენისათვის გადაეცათ:

  • გარემოს რელიეფზე მორგებადი ახალი ტიპის სამშენებლო სისტემები - რევაზ ავალიშვილი
  • Wheel Set - ირაკლი გოდერძიშვილი; ლაშა ლორთქიფანიძე


ჟიურის თავმჯდომარე: 

  • საბა კიკნაძე - Georgian Hospitality Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

ფინალური ეტაპის ჟიურის წევრები: 

  • გია ბაზღაძე - კავეა/რუსთაველი კინოთეატრების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
  • ესბენ ემბორგი - SEAF აღმასრულებელი დირექტორი
  • გრიგოლ ბაიბურთი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების დეპარტამენტის უფროსი
  • მერაბ კუცია - საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი
  • იურიო ოიასაარი - Change Ventures, სარისკო კაპიტალის ფირმის დირექტორი

2017 წლის პრიზების ჩამონათვალი მალე გახდება ცნობილი 

2016 წლის გამარჯვებული სტარტაპები

I ადგილი: 

პირველი ადგილის მფლობელი გახდა გერმანული კომპანია Green City Solution. გუნდმა ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად გააერთიანა ცოდნა და ხელოვნება.მათ შექმნეს მფილტრავი ხე - “city trees”, რომელიც სხვადასხვა მცენარეებისაგან შედგება. სპეციალურ, ვერტიკალურად დაყენებულ ხავსს აქვს ისეთი ნივთიერებების შთანთქვის უნარი, როგორიცაა აზოტი, დიოქსიდი და ოზონი. მფილტრავი ხე იძლევა იმავე ეფექტს, რასაც, 275 ბუნებრივი ხე აღსანიშნავია, რომ ის 99%-ით ნაკლებ ადგილს იკავებს. კომპანიამ პირველი ადგილის გარდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის კატეგორიის პრიზებიც მიიღო.

II ადგილი:

მეორე ადგილის მფლობელი გახდა ჩინური კომპანია - Poputar Smart Guitar. მათი დახმარებით შესაძლებელია თამაშის საშუალებით შეისწავლოთ მუსიკალური თვისებები, რაც პროცესს კიდევ უფრო მხიარულსა და სასიამოვნოს გახდის. კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგია ერგება სხვადასხვა სახეობის პორტატულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. პროექტი მიმართულია იმისაკენ, რომ შემოქმედებითმა ადამიანებმა, საკუთარი მუსიკალური უნარები მარტივად განავითარონ.

Poputar Smart Guitar-მა აგრეთვე აიღო ჯილდო თამაშისა და დაკვრის კატეგორიაში.

III ადგილი:

მესამე ადგილი ერგო City Tranformer-ს ისრაელიდან. გუნდმა შექმნა მომავლის ავტომობილი, რომლის მართვა შესაძლებელია ჩვეულებრივი მანქანების მსგავსად, ხოლო პარკინგი უფრო მარტივად - მოტოციკლეტის მსგავსად. აღნიშნული ინოვაცია, მძღოლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ისეთი პარკინგის ადგილები, სადაც ადრე მხოლოდ მოტოციკლეტები ყენდებოდა.აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი იტენება ელექტრო ბატარეებზე. ეს ფაქტორი კიდევ ერთ უდიდეს პლიუს წარმოადგენს გარემოზე ზრუნვის მიმართულებით.მთავარი გამარჯვებულების გარდა კონკურსზე გამოვლინდა სხვადასხვა კატეგორიების გამარჯვებული სტარტაპები. კვების სექტორში პრიზი მოიპოვა HotClick-მა, კომპანია ჩილედან. მისმა გუნდა გადაჭრა მილიონობით დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანის ყოველდღიური პრობლემა. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით კომპანია გაძლევთ შანსს მიირთვათ სახლში დამზადებული საჭმელი, სახლის გარეთ. ტექნოლოგირ გამოწვევაში გაიმარჯვა სამხრეთ კორეულმა კომპანია- Innomdle Lab. გამოცდილმა გუნდა შექმნა უნიკალური პროედუქტი მობილური სიგნალის სახით, რომელიც საშუალებას იძლევა თითის წვერის ყურზე დადებისას განახორციელოთ ზარი. ეს პროდუქტი ყველაზე მოსახერხებელია ავტომობილის მართვის დროს. Creative Business Cup-ის საერთაშორისო კონკურსი 2017 წელსაც იგეგმება, რაც ქართველ სტარტაპერებს უნიკალურ შანს აძლევს გახდნენ მსოფლიოში წარმატებული სტარტაპ კომპანიების ნაწილი!


CBC 2015-ის გამარჯვებულები:

1-ლი ადგილი: Blitab / ავსტრია

მე-2 ადგილი: Podwalk / ნორვეგია

მე-3 ადგილი: Iceblink Digital Inc. / სამხრეთ კორეა

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოწვევა:

DXTR Tacticle / დანია

ჯანდაცვის გამოწვევა:

Doctor Gummy / პორტუგალია

მდგრადი ინოვაციური საცხოვრებლის გამოწვევა:

CPH Shelter / დანია

Cultiva - ითამაშე და ისწავლე ინოვაციის გამოწვევა:

Maker Club / გაერთიანებული სამეფო

კულინარიული ინოვაციის გამოწვევა:

Miss  Can / პორტუგალია

ინვესტორთათვის იდეის წარდგენის კონკურსი:

Blitab / ავსტრია

რეგიონალური განსაკუთრებული აღნიშვნა:

Qotuf

Creative Business Cup-ის განსაკუთრებული აღნიშვნა:

Wendy's Choice / ჩინეთი


CBC 2014-ის გამარჯვებული:

Professor Why / პოლონეთი

CBC 2013-ის გამარჯვებული:

Teddy the Guardian / ხორვატია

2016 წლის 11-15 სექტემბერს ჩატარდა Creative Business Cup Georgia-ს პირველი ჩემპიონატი, სადაც შემოსული 31 პროექტიდან ფინალურ ტურნირისათვის ჟიურიმ გადაარჩია შემდეგი რვა გუნდი:

  • Pablo (პაბლო) - ავტორები: ეკა კვიციანი, გიორგი გაბარაშვილი, გურამ გოგიჩაიშვილი.
  • ფელამუშის კუბები - ავტორები: შალვა მძინარაშვილი, ნონა ნონიაშვილი, ნინა პერტენავა, თამარი შეითნიშვილი
  • ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსები - შალვა მძინარაშვილი, ნონა ნონიაშვილი, თამარი შეითნიშვილი.
  • პროგრამირებადი ტუმბო მოკვეთილი კიდურის პრეზერვაციისთვის - ავტორები: შოთა ბუაძე, შოთა აფხაზავა, შოთა კუპრავა, ლევან ბუიძე.
  • ALD(AfterLife Design) - ავტორები: ზურაბ ჯიშკარიანი, დავით მაკარიძე, სანდრო ასათიანი, ნიკოლოზ ასტამიძე, პავლე ტაბატაძე, თემურ ეზუგბაია.
  • სარეკლამო სააგენტო ქრაუდსორსირებული გუნდით - ავტორები: სალომე კუპრაშვილი, ურგა უპრაშვილი, მარიამ ხვედელიძე, ლევან ბრელიძე.
  • Collabi - ავტორები: ვანგელის კონდრატევი, ვანო მესტიაშვილი, ნათია ირემაშვილი.
  • WWDW (WorldWide Dream Web) - ავტორები: ზურაბ ჯიშკარიანი, დავით მაკარიძე, სანდრო ასათიანი, ნიკოლოზ ასტამიძე, პავლე ტაბატაძე, თემურ ეზუგბაია.

ჩემპიონატის ჟიურიმ ფინალში გადასულ ყველა გუნდს გადასცა პრიზი და ასევე შეარჩია სამი გამარჯვებული გუნდი:

პირველი ადგილი - ALD(AfterLife Design) - პროექტი ეხებოდა ინტერაქტიული მემორიალის შექმნას ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით. გუნდმა მიიღო 5000 ლარი ფულადი პრემია, პროექტის ორმა ავტორმა მონაწილეობა მიიღო დანიის ქალაქ კოლდინგში გამართულ სტარტაპების ბუთქემპში და Creative Business Cup-ის საერთაშორისო ტურნირში.

მეორე ადგილი - პროგრამირებადი ტუმბო მოკვეთილი კიდურის პრეზერვაციისთვის - პროექტის ავტორებმა შექმნეს დაზიანებული კიდურის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების ხელსაწყოს იდეა, დაჯილდოვდნენ 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია და მონაწილეობა მიიღეს დანიის ქალაქ კოპენჰაგენის Creative Business Cup-ის საერთაშორისო ჩემპიონატში.

მესამე ადგილი - ფელამუშის კუბები - პროექტის ავტორებმა შექმნეს ტრადიციული ქართული პროდუქტის, ჩურჩხელის ამოვლების, დაფასოების და შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგია, მიიღეს 2000 ლარი პრემია და გაემგზავრნენ დანიის ქალაქ კოპენჰაგენში Creative Business Cup-ის საერთაშორისო ჩემპიონატზე.