წამოიწყე, შექმენი, გაიმარჯვე

სულ შემოვიდა 40 განაცხადი, რომელთაგან ჟიურის მიერ 11 ივნისს ფინალური ტურნირისათვის გადაირჩა 10 პროექტი. 15 ივნისის ფინალში, ჟიურის გადაწყვეტილებით კი საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:


  • პირველი პრიზი - ღვინის ჩაი / Wine Tea (გიორგი ბუკია, გიორგი ნატროშვილი)
  • მეორე პრიზი - კოგნიტიური სათამაშოები / Cognitive Toys (თამაზ არუნაშვილი, მარიამ ამაშუკელი)
  • მესამე პრიზი - ქართული სუნელები / Spy Recipe (მაიკო ქავთარაძე, დავით ქავთარაძე)


გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და, ამასთანავე, პირველ ადგილზე გასული გუნდის 2 წევრი გაემგზავრება კოპენჰაგენში, სიბისის საერთაშორისო ფინალურ ტურნირზე.


ამის გარდა განსაკუთრებული აღნიშვნის სერტიფიკატები სოციალური მნიშვნელობის პროექტების წარმოდგენისათვის გადაეცათ:

  • გარემოს რელიეფზე მორგებადი ახალი ტიპის სამშენებლო სისტემები - რევაზ ავალიშვილი
  • Wheel Set - ირაკლი გოდერძიშვილი; ლაშა ლორთქიფანიძე


ჟიურის თავმჯდომარე: 

  • საბა კიკნაძე - Georgian Hospitality Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

ფინალური ეტაპის ჟიურის წევრები: 

  • გია ბაზღაძე - კავეა/რუსთაველი კინოთეატრების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
  • ესბენ ემბორგი - SEAF აღმასრულებელი დირექტორი
  • გრიგოლ ბაიბურთი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების დეპარტამენტის უფროსი
  • მერაბ კუცია - საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი
  • იურიო ოიასაარი - Change Ventures, სარისკო კაპიტალის ფირმის დირექტორი



კონკურსის ეტაპები

15 მაისი - კრეატიული სტარტაპების რეგიონალური შესარჩევი ტური ბათუმში


5 ივნისი, დილის 11 საათი - განცხადების მიღების / პროექტების დეპონირების ბოლო დღე


5-6 ივნისი - პროექტების საკვალიფიკაციო განხილვა საქპატენტთან ერთად


11-12 ივნისი - ჩემპიონატის პირველი ტური


15 ივნისი - ჩემპიონატის ფინალი                                                                     

პარტნიორები

წესები & პირობები

ისტორია

სააპლიკაციო ფორმა