სააპლიკაციო ფორმა

განაცხადის მიღების და პროექტების დეპონირების ბოლო თარიღია ორშაბათი, 5 ივნისი, დილის 11 საათი.

პროექტების საავტორო/ინტელექტუალური უფლებების დაცვა „სიბისი ჯორჯიას“ განსაკუთრებული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სპეციალური საკვალიფიკაციო/ინტელექტუალური საკუთრების კომისია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით, განაცხადის წარდგენის პირველივე დღიდან ჩემპიონატის დასრულებამდე, იზრუნებს პროექტის ავტორთა უფლებებზე. 

ჩემპიონატის იმ მონაწილეებს, ვისაც საკუთარი საავტორო უფლებების დაცვა განაცხადის შეტანის დღიდანვე სურთ, ამის საშუალება ორი განსხვავებული აპლიკაციის შევსებით ეძლევათ (ქვემოთ, იხილეთ ჩამოტვირთვის ღილაკები).

ორივე აპლიკაცია უნდა ამოიბეჭდოს, შეივსოს, და განთავსებულ იქნას სხვადასვა დალუქულ კონვერტში შესაბამისი მიმღების აღნიშვნით:

  • "სიბისი ჯორჯია"-ს აპლიკაცია განთავსდება კონვერტში, წარწერით: მიმღები "სიბისი ჯორჯია"
  • "საქპატენტი"-ს აპლიკაცია განთავსდება კონვერტში, წარწერით: მიმღები საქპატენტი" - სიბისის კონკურსისათვის

დალუქული კონვერტები ფიზიკურად უნდა ჩაბარდეს "საქპატენტი"-ს ოფისში (მისამართი: ნ. რამიშვილის 6, ვაკეში მზიურის ჩასასვლელიდან 100 მეტრში).

დალუქული კონვერტები გაიხსნება ორშაბათს, 5 ივნისს და 10 ივნისამდე იქნება შესწავლილი და განხილული საკვალიფიკაციო / ინტელექტუალური უფლებების კომისიის მიერ. თუ ჩემპიონატის ჩატარებისას გაირკვა, რომ რადიკალურად არის შეცვლილი დეპონირებულ კონვერტებში ასახული კრეატიული ბიზნეს იდეა (სფერო, პრინციპი, სისტემა, ხედვა და ა.შ.), „სიბისი ჯორჯია“ ასეთი პროექტების დისკვალიფიკაციის უფლებას იტოვებს.

რაც შეეხება იმ მონაწილეებს, რომლებსაც საავტორო უფლებების დაცვა არ აინტერესებთ, მათ მხოლოდ ერთი აპლიკაციის შევსება დასჭირდებათ. შევსებული აპლიკაცია შეიძლება ფიზიკურად ჩაბარდეს "სიბისი ჯორჯია"-ს ოფისში (მისამართი: ფერისცვალების ქუჩა 22, 0103, თბილისი) ან აიტვირთოს Creative Business Cup Georgia-ს ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 595 05 74 95 ან მოგვწერეთ: [email protected]