ჩვენს შესახებ

Creative Business Cup Georgia ქართული კრეატიული სტარტაპების ყოველწლიური ჩემპიონატია.

ჩემპიონატს ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიბისი ჯორჯია", რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოიძიებს და არჩევს ინოვაციურ სტარტაპებს.

ჩემპიონატის ჟიური დაკომპლექტებულია საქართველოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებით. ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები მიემგზავრებიან კრეატიული სტარტაპების საერთაშორისო ჩემპიონატზე Creative Business Cupრომელიც ყოველწლიურად, ნოემბრის თვეში იმართება დანიაში

Creative Business Cup ამავდროულად, გლობალური მოძრაობაა, რომელიც თანამშრომლობს ინვესტორებთან, მედიასთან, მთავრობებთან და შემოქმედ მეწარმეებთან. 

Creative Business Cup -ის კარი შენთვის მუდამ ღიაა. თუკი ხარ შემოქმედებითი მეწარმეობით დაინტერესებული, გაქვს კრეატიული იდეა, ხედავ შენი იდეის ბიზნეს პოტენციალს და ხარ მონდომებული, მაშინ Creative Business Cup ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე - ეს შენი სამოქმედო ასპარეზია!





შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ზუსტად ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებმაც ჩურჩხელა გამოიგონეს. მარტივი, თუმცა გენიალური იდეა - ძაფის პატარა ნაჭერი, რამდენიმე ნიგოზი/ თხილი, თათარა და ჩურჩხელაც მზად არის. ეს რომ დღეს მომხდარიყო, ალბათ საქართველო ერთ- ერთ მთავარ პრიზს წამოიღებდა Creative Business Cup-დან, რატომაც არა!

დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო შემოქმედებითი ინდუსტრიების წამყვანი ძალაა რეგიონში!


პარტნიორები