წამოიწყე, შექმენი, გაიმარჯვე


ამა წლის შემოდგომაზე, თბილისში ჩატარდება ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიების საერთაშორისო ინოვაციების ფორუმი.


საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, - ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 23 იანვარს საქართველოს ტექნოპარკში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „The Creative Business Cup Foundation“- ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და და „Creative Business Cup Georgia”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა. მემორანდუმის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების კონკურსის დასკვნითი ეტაპი და ინვესტორთა ფორუმი ჩატარდება. კონკურსი, რომელსაც დანიური „The Creative Business Cup Foundation“-ი 2012 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. მიმდინარე წელს პირველად გადაწყდა, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ სექტორში - მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტარტაპების გამოსავლენად ჩატარებულიყო, ფინალური ეტაპის გამართვის ადგილად კი საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება შეირჩა.

კონკურსის ეტაპები


ამა წლის 5 აპრილს, დილის 10 საათიდან საღამოს 16:30-მდე თბილისის სასტუმრო “Rooms”-ში, შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2018-ის ფარგლებში, ტარდება კრეატიული სტარტაპების საწვრთნელი ბანაკი (“ბუთქემპი).

„ბუთქემპს“ უხელმძღვანელებენ იურიო იოასაარი / Yrjo Ojasaar, სარისკო კაპიტალის რამდენიმე კომპანიის ესტონელ-ამერიკელი დამფუძნებელი და დენ მიკინი / Dan Mikkin, შვედური კომპანია „ბრენდ მენუალის“ ესტონური ოფისის ხელმძღვანელი. „ბუთქემპის“ მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებითა და სამუშაო მასალებით.

"ბუთქემპში" მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ ამ ტექსტის ბოლოს მოთავსებული მარტივი განაცხადი. განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 აპრილი, 23:59 (კვირა ღამე). 

"ბუთქემპში" მონაწილე სტარტაპები სამ ძირითად საკითხში გაივლიან წვრთნას: მომხმარებელთან ურთიერთობის სწორი დაგეგმარება; ბიზნესის მოდელის შექმნა; და ბოლოს, ბიზნეს იდეის მოკლე პრეზენტაციის (პიტჩი) დახვეწა.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. ჩვენი რეკომენდაციაა გუნდში იყოლიოთ მინიმუმ ერთი ინგლისურის ენის მცოდნე ადამიანი, რომელიც შეძლებს როგორც პრეზენტაციის გაკეთებას ასევე გუნდის სხვა წევრებისათვისდახმარების გაწევას. ღონისძიების ორგანიზატორებიც მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს.

5 აპრილის „ბუტქემპის“ ბოლოს შეირჩევა 5 გუნდი, რომელიც 6 აპრილს იმავე დარბაზში გაივლის ბიზნეს აქსელერაციისათვის მოსამზადებელ ერთდღიან კურსს.

შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია ორგანიზებულია - შემოქმედებითი ესტონეთის (Loov Eesti) და სიბისი საქართველოს (Creative Business Cup Georgia) მიერ.

პროექტი ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

-------------------------------------------

1. სახელი გვარი

2. სტარტაპის იდეის აღწერა (ერთი პარაგრაფი მაინც)

3. ჯგუფის ხელმძღვანელის ელფოსტა და ტელეფონი:

4. ჯგუფის წევრების რაოდენობა და საკონტაქტო ინფორმაცია

პარტნიორები

წესები & პირობები

ისტორია

სააპლიკაციო ფორმა